არჩილ თალაკვაძე - 1 კვირა რჩება, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწვეტილებებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ

რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ, თალაკვაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პოზიციები იმდენად დაახლოებულია, რომ პოზიტიური შეთანხების იმედი აქვს.

“ასევე ვთვლით, რომ თუკი ასეთი შეთანხმება შედგა, ის ღია იქნება ხელმოსაწერად სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. ამ შეთანხებამ შესაძლოა სხვა ოპოზიციურ პარტიებს გაუხსნას გზა. რეგლამენტის გათვალისწინებით, დაახლოებით ერთ კვირაში პარლამენტი იმ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს, ვინც განცხადებები შემოიტანა. რეგლამენტი პროცედურულად გვავალდებულებს საკითხი პირველივე სხდომაზე გავიტანოთ კენჭისყრაზე. ვისაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ვერ დაუკავშირდა პოზიციების გადასამოწმებლად, მათ მიერ დაწერილი განცხადებების ვერიფიკაციისთვის, ჩვენთვის ინდიკატორი იქნება, ეს ადამიანები კენჭისრის დღეს იქნებიან თუ არა სხდომათა დარბაზში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე ასევე ამბობს, რომ პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია უკვე არსებობს, ეს მოსწონს თუ არა ვინმეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს