თამარ გაბუნია - ახლა ვართ პლატოს პერიოდში

იანვრის შუა რიცხვებში მაინც იყო მცირედი მატება. ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გასული წლის დეკემბერში რეგულაციების შემსუბუქების შედეგების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა შეზღუდვა ერთდროულად ვერ მოიხსნება.

„ეს იყო გარკვეული გამონაკლისი იმისთვის, რომ წინასაახალწლო პერიოდში მოსახლეობას წესების დაცვით ჰქონოდა ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება და ძალიან მკაცრი მონიტორინგი იყო, თუ როგორ მოხდა ოპერირება. მცირედი სტატისტიკური მატება ჩვენ ვნახეთ იანვრის შუა რიცხვებში, თუმცა მალევე ეს დაუბრუნდა ჩვეულ ნიშნულს. ახლა ვართ გარკვეულწილად სტატისტიკურად პლატოს პერიოდში. ყველა შემსუბუქება იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის პასუხად. რისკები, რომლებიც სარესტორნო ბიზნესთანაა დაკავშირებული, უფრო მაღალია, ვიდრე სხვა რისკები. ამდენად, გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება შედარებით მოგვიანებით ეტაპზე ამ შეზღუდვის მოხსნას, აიხსნება სწორედ თანმიმდევრულობის აუცილებლობით. პირველ რიგში ოპერირების საშუალება უნდა მიეცეს სკოლას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რაც განსაკუთრებული ბაზისური საჭიროებაა საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა მან.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)