არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საქმეზე - მტკიცებულებები, რომელიც საზოგადოებამ აქამდე იხილა, ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს - პოლიტიკური სპეკულაციები და პოლიტიკური ჩარევა ვერ მოხდება

მტკიცებულებები, რომელიც საზოგადოებამ აქამდე იხილა, ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს. საქმე ეხება ძალიან სერიოზულ დანაშაულს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს და ისტორიული მნიშვნელობის თემას. ამიტომ აქ ვერანაირი პოლიტიკური სპეკულაციები და პოლიტიკური ჩარევა ვერ მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ტიპის ყველა საქმე არის მართლმსაჯულების კომპეტენცია და მას პასუხებს მართლმსაჯულება გასცემს.

„რაც შეეება იმას ვისზე გავა, საბოლოოდ ვის დაუმტკიცდება ბრალი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამაზე გადაწყვეტილებებს იღებს და მომავალშიც მიიღებს სამართლიანი სასამართლო. საქმეს საგამოძიებო სტრუქტურები იძიებენ და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. თითქოს, ვინმემ ვინმეს ჩვენება ექსკლუზიურად მოიპოვა, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ეს მასალები როგორც ამ საქმეში, ასევე სხვა საქმეებში ადვოკატებს გადაეცემათ და ადვოკატებს თავისუფლად შეუძლიათ, რომ ეს ტელევიზიებს გადასცენ. ზოგიერი მედია ამას ავრცელებს როგორც ექსკლუზიური ინფორმაცია", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა. როგორც საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ამიერიდან საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. პროკურორის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. ბრიფინგზეზე ფარული ვიდეოჩანაწერებიც გასაჯაროვდა, რომელიც, მათ შორის ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში იყო გადაღებული. შეგახსენებთ, რომ დავით-გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი,ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო