მამუკა მდინარაძე - პარტია “მოქალაქეებს“ სურს რიგგარეშე არჩევნების გარდა, ყველა სხვა საკითხზე მიიღონ თანხმობა, რაც წამოუდგენელია

შეიძლება ცოტა ზედმეტი სიჯიუტით და ზედმეტი პრინციპულობით უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად ოპოზიცია აყენებს - პარტია “მოქალაქეებს“ სურს რიგგარეშე არჩევნების გარდა, ყველა სხვა საკითხზე მიიღონ თანხმობა, რაც წამოუდგენელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, საარჩევნო რეფორმის საკითხებზე, გარკვეული დეტალების გარდა, არსებობს შეთანხმება და ამ კუთხით ნაკლები პრობლემა ჩანს.

“ჩვენ მათ ვეუბნებით, ის რაც რაციონალური, სახელმწიფოებრივად სწორი და იურიდიულად გამართულია, ყველაფერზე მოგყვებით. მათ შორის როცა საარჩევნო საკითხების სიღრმეში ჩავდივართ, იურიდიულად გამოუმართავ საკითხებში ვერ წავყვებით. დღევანდელმა შეხვედრამ იმის თქმის საფუძველი მოგვცა, რომ საბოლოოდ შევთანხდებით! მათ ალბათ ექნებათ იმის თქმის საფუძველი, რომ “ქართული ოცნება“ გარკვეულ დათმობებზე წავიდა და მათი პირობები შესრულდა. ვფიქრობთ, ამ შედეგამდე მივალთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო