მამუკა მდინარაძე - გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლებამ ისკანდერის ნაწილებიც კი არ მოიძია, რომელიც მთავარი მტკიცებულება იყო და რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2014 წლიდან ეძებდა, საბოლოოდ კი, 2018 წელს აშშ-ის დახმარებით მოიპოვა.

"რუსეთის გუშინდელი პროპაგანდა იყო პიარული მარაზმი, ასეთ პიარულ თავხედობაში გუშინ გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“ და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას. ეს იყო მოკლე შეფასება გუშინდელი დღის - რუსები და „ნაცები“ იყვნენ პიარულ თავხედობაში გადასული და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას, რადგან ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, უდიდესი შრომის შედეგი იყო, არც ვაპირებდით იმაზე საუბარს, ვისი დამსახურება იყო, ყველა მოქალაქეს განურჩევლად ყველაფრისა ვულოცავდით გამარჯვებას, თუმცა, „ნაცმოძრაობამ“ განიზრახა ე.წ.პიარული ტრიუკების კეთება, ამის დრო ნამდვილად არ იყო. თუმცა, იკადრეს და თუ მათი მთავარი მიღწევა ჩვენგან აინტრესებთ, არის ის, რომ ომიდან ორ თვეში საქართველოს ომის დაწყება რომ დააბრალეს. ეს რეზოლუცია, ჩვენი და საქართველოს მთავარი მიღწევა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო გუშინდელი დღე, როცა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლებრივად, რომ რუსეთია ოკუპანტი და ადამიანის უფლებები დაარღვია ბევრ პუნქტში, ბევრ ნაწილში. რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთისგან არ ველოდებით, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყება ხვალვე, მაგრამ დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშვნელოვანესი და ისტორიული დოკუმენტი. როცა აღსრულების მექანიზმი ჩაირთვება - მინისტრთა კომიტეტს ვგულისხმობ, მინიმუმ გარკვეული მოთხოვნის უფლება გვექნება და სამართლებრივი საფუძველიც, რაც აქამდე ასე მყარად არ გვქონდა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უტიფრობას, მინდა გაგახსენოთ, რომ რეალურად ისკანდერის ნაწილებიც კი არ ჰქონდათ მოძიებული არათუ წარდგენილი სასამართლოში. სარჩელი შეიტანეს - მადლობა, ეს არის ერთადერთი დამსახურება, რაც გააკეთეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა და რაღაც მტკიცებულებები წარადგინეს, რომელიც არ იყო საკმარისი. თითი თითზე არ ჰქონდათ დადებული. სარჩელის წარდგენა თუ მთავარი დამსხურებაა, კი ბატონო, ეს დამსახურება ჰქონდეთ, სარჩელიც არ უნდა წარედგინათ თურმე“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ იქნება შესაძლებელი სახელმწიფომ სხვა პლატფორმებიც გამოიყენოს, რათა რუსეთის წინააღმდეგ მეტი სამართლებრივი არგუმენტი ჰქონდეს, ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ, თუმცა, არსებობს გარკვეული რისკებიც იმ რეზოლუციის სახით, რომელიც ომიდან 2 თვეში იქნა მიღებული.

თუმცა, როგორც მდინარაძე აღნიშნავს, სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

„თუ ქართული სახელმწიფოს ინტერესებია, რომ ცალკე კიდევ სხვა პლატფორმები ვიპოვოთ იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მყარი სამართლებრივი საფუძველი გვქონდეს. ბუნებრივია, საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოტოვებს, თუმცა, აქ არის სამართლებრივი რისკები გარკვეულ თემებთან დაკავშირებით, რადგან მაგალითად, „ნაცმოძრაობას“ ხმა აქვს მიცემული და მხარი აქვს დაჭერილი იმ რეზოლუციისთვის, რომლითაც საქართველოს ბრალდება ის ტყუილი, რასაც ქვია ომის დაწყება“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა