აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის დასახლებიდან ნუცუბიძის ქუჩაზე მიმავალ გზაზე მანქანით მოძრაობა „გაუსაძლისია“

„ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე ვაშლიჯვრის დასახლებიდან ნუცუბიძის ქუჩაზე მიმავალ გზაზე არსებულ საცობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მონაკვეთზე მანქანით მოძრაობა „გაუსაძლისია“.

მისი თქმით, ქუჩის რეაბილიტაციის გამო გზა დაკეტილია ცალმხრივად, რის გამოც იქმნება საცობი. ბობოხიძის თქმითვე, თბილისის მერია აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას არ ახდენს.

„დაკეტილის ვაშლიჯვრის გავლით ნუცუბიძისკენ მიმავალი გზა ცალმხრივად და იმის მაგივრად, რომ მოსახლეობის ინფორმირება ხდებოდეს, მანქანის პატრონები მხოლოდ ვაშლიჯვრის გავლის შემდეგ იგებენ, რომ გზა დაკეტილია და ბრუნდებიან უკან, რაც სამი დღეა გაუვალ საცობებს ქმნის და გაუსაძლისს ხდის ამ კვარტლის მოსახლეობისთვის ცხოვრებას. ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ სახლში მისვლა, დაახლოებით 400 მეტრის გავლას სჭირდება მინიმუმ საათ-ნახევარი. პირველი, რასაც თბილისის მერია უნდა აკეთებდეს არის ის, რომ ყოველდღიურ ინფორმირებას უნდა ახდენდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნუცუბიძის პლატოს და საბურთალოზე მცხოვრები მოსახლეობა ამ გზით არ სარგებლობდნენ და მეორე, პატრულმა გაცილებით უფრო ჯანსაღი სქემა უნდა მოიფიქროს მანქანების გადაადგილებისთვის. მეეჭვება, რომ მოსახლეობამ დიდხანს მოითმინოს ეს მდგომარეობა“,- განაცხადა ბობოხიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო