ქუთაისში 3 ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში ერთდროულად 3 ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის მერმა მოადგილე იუზა უგულავასთან ერთად ვაჟა ფშაველას #58-თან სკვერის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ადგილზე ეწყობა მწვანე გაზონები და საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატური, ძელსკამები და ლამპიონები შემოიღობება დეკორატიული მოაჯირით.

ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის ინფორმაციით, 3 სკვერის მოწყობის სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 300 000 ლარზე მეტით ფინანსდება.

"ქუთაისში ამ ეტაპზე 3 სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მალე დასრულდება და კიდევ რამდენიმე ადგილი გაჩნდება ქალაქში სადაც მოსახლეობა დასვენებას და ბავშვების უსაფრთხო გარემოში გასეირნებას შეძლებს. ასევე დიდი ყურადღება ექცევა გამწვანებას და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი მწვანე ადგილი და სარეკრეაციო ზონა შევქმნათ ჩვენს ქალაქში. სამი სკვერის მოწყობის სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 300 000 ლარზე მეტით ფინანსდება და მომავლშიც გაგრძელდება ასეთი პროექტების დაფინანსება რათა ყველა უბანში მოეწყოს მსგავსი სივრცეები,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სკვერის მოწყობის სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ნიკეას ქუჩაზე #61 ბინის მიმდებარედ.

"განახლდება მწვანე საფარი და ნარგავები, მოეწყობა გაზონები და საბავშვო ატრაქციონები, დაიდგმება ხის ძელსკამები და ფანჩატური, აღდგება არსებული მემორიალი და დეკორატიული ქვისგან დამზადებული სასმელი წყლის შადრევანი. გათვალისწინებულია საპარკინგე ადგილის მოწყობაც. ახალი სკვერი ეწყობა აღმაშენებლის გამზირის#125-თან სკვერი მოპირკეთდება ბეტონის ფერადი ფილებით, დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები და ძელსკამები, მოეწყობა განათების და სარწყავი სისტემები, გაშენდება დეკორატიული ხე-მცენარეები. შემოიღობება ლითონის მოაჯირით , შესასვლელი კი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის", -აცხადებენ მერიაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის