იენს სტოლტენბერგი - საქართველოს მთავარი ამოცანა, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ მიიწევს, რეფორმებია

ის, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ მიიწევს, რეფორმების განხორციელების გაგრძელებაა, ჩვენ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები გვჭირდება, გვჭირდება, დარწმუნებული ვიყოთ, თანამედროვე და ქმედითუნარიანი უსაფრთხოების ინსტიტუტების არსებობაში,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს ნატო-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა.

“მიუხედავად პანდემიისა, საქართველოსთან პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობის გაძლიერებას ვაგრძელებთ. გასული წელს არსებითი პოლიტიკური დიალოგი გვქონდა, გასული წლის სექტემბერში მე შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო მინისტრს. ასევე გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომლის დროსაც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. ჩვენ გავაძლიერეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ასე რომ ჩვენ პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს ნატოს სამეკავშირეო ოფისი თბილისში, გვაქვს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი. ის, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია, რეფორმების განხორციელების გაგრძელებაა, ჩვენ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები გვჭირდება, გვჭირდება, დარწმუნებული ვიყოთ, თანამედროვე და ქმედითუნარიანი უსაფრთხოების ინსტიტუტების არსებობაში და ასევე სამოქალაქო კონტროლი სამხედრო და სადაზვერვო სამსახურზე. ყველა ამ საკითხზე ჩვენ ერთად ვმუშაობთ და საქართველოს მთავარი ამოცანა, რომელიც ნატოს წევრობისკენ მიიწევს, რეფორმებია,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იხილეთ ვიდეო: იენს სტოლტენბერგი - საქართველოს მთავარი ამოცანა, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ მიიწევს, რეფორმებია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა