სოზარ სუბარი -  ის, რაც ახლა ხდება, ოპოზიციის ჭიჭყინია, ამომრჩეველმა მოგცათ ხმა, კეთილი ინებეთ და პარლამენტში შედით! არ შეხვალთ? - იჯდებით სახლში!

ის, რაც ახლა ხდება ოპოზიციის ჭიჭყინია -ამომრჩეველმა მოგცათ ხმა, კეთილი იქნებეთ და პარლამენტში შედით! არ შეხვალთ? - იჯდებით სახლში! - ამ სიტყვებით ოპოზიციას ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ მიმართა.

სუბარმა დღეს ისიც განაცხადა, რომ პარლამენტში შესულია 14 პოლიტიკური პარტია, ხოლო “ვინ დადის და ვინ - არა, ამას დადი მნიშვნელობა არა აქვს“.

კითხვაზე, რამდენად აღიქვამს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ოპონენტებად “ევროპელი სოციალისტების“ სახელით პარლამენტში შესულ ოთხ დეპუტატს, სუბარმა განაცხადა, რომ პარლამენტში მაჭუტაძე რომ შესულიყო, ოპონენტად მას ვერ აღიქვამდა.

სუბარი ირწუმენება, რომ არავითარი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ არსებობს.

“ამჟამად პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტია დადის და ხვალ შეიძლება რამდენიმემ იაროს. პრაქტიკულად, წინა პარლამენტიც ასე იყო - მაშინდელ ოპოზიციას ნახევარი სხდომები არ უვლია, თუმცა პარლამენტი ქმედუნარიანი იყო და არანაირ პოლიტიკურ კრიზისს ადგილი არ ჰქონია. ოპოზიციის სურვილია, ვიდრე არ გაიმარჯვებენ, მუდმივად განმეორებეთი არჩევნები იყოს ან გამარჯვებულმა პარტიამ გამარჯვების მანდატი მათ გადასცეს. ეს ასე ვერ მოხდება! ასე არ ხდება არსად - ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა. კლასიკური გაგებით პოლიტიკური კრიზისი ის არის, როცა ვერც ერთი ბარიერგადალახული პარტია ვერ ქმნის უმრავლესობას, ვერ ქმნის მთავრობას და ვერც კოალიციური მთავრობის შეკვრას ახერხებს. ოპოზიციას, რომელიც ახლა ჭირვეულობს, ვეუბნებით, რომ არჩევნების შედეგები თქვენ თვითონ გადათვალეთ. ისინი არ ითვლიან და ამბობენ, ახალი არჩევნები მანამდე ვატაროთ, სანამ თვითონ არ გაიმარჯვებენ. შეუძლებელია ამაზე არსებობდეს ლეგიტიმური პასუხი გარდა ერთისა: ამომრჩევლმა მოგცათ ხმა, კეთილი ინებეთ და პარლამენტში შედით! არ შემოხვალთ? - იჯდებით სახლში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ სრულიად გაუგებარია იმ პარტიების ჟინიანობა, რომელთაც 0.7% აიღეს და ჯიქურად აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შევლენ.

“გაუგებარია, როცა მათ ხალხმა მანდატი არ მისცა, ან ბოიკოტს რას უცხადებენ ან რომც მოინდონონ, პარლამენტში როგორ უნდა შევიდნენ. რაც შეეხება წამყვან ოპოზიციურ ძალას, მათი ერთადერთი ოცნებაა, იყვნენ ძალაუფლებაში და არეულობისათვის ნებისმიერ შანსს გამოიყენებენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა