იენს სტოლტენბერგი - აშშ მხარს უჭერს ნატო-ს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ყველა ერთად ვიღებთ, მათ შორის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტრანსატლანტიკური კავშირის ძლიერი მხარდამჭერია და საქართველო ამ კავშირის ნაწილია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის, ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა შეუძლია, მისთვის ნატო-ს კარი ღია უნდა დარჩეს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მხარს უჭერს ნატო-ს გადაწყვეტილებებს, მათ შორის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებაც.

„მე არ შემიძლია, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის სახელით ვისაუბრო, მაგრამ ვიცი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი არის ტრანსატლანტიკური კავშირის მხარდამჭერი და საქართველო ამ კავშირის ნაწილია. აშშ მხარს უჭერს ნატო-ს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ყველა ერთად ვღებულობთ, მათ შორის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებაც,”- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ის რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია, რეფორმების გაგრძელება და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაა.

„ის, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია, რეფორმების განხორციელების გაგრძელებაა, ჩვენ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები გვჭირდება, გვჭირდება, დარწმუნებული ვიყოთ, თანამედროვე და ქმედითუნარიანი უსაფრთხოების ინსტიტუტების არსებობაში და ასევე სამოქალაქო კონტროლი სამხედრო და სადაზვერვო სამსახურზე. ყველა ამ საკითხზე ჩვენ ერთად ვმუშაობთ და საქართველოს მთავარი ამოცანა, რომელიც ნატოს წევრობისკენ მიიწევს, რეფორმებია,“- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო