სალომე ზურაბიშვილი - პატარა ქვეყნისთვის ყველაფერი, რაც რეგიონისა და ჩვენს გარშემო არსებული ზოგიერთი დიდი ძალის მილიტარიზაციას ზღუდავს, მნიშვნელოვანია

პატარა ქვეყნისთვის, და ისეთი რეგიონის პატარა ქვეყნისთვის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, განსაკუთრებით კი ასეთ პერიოდში, ცხადია, რომ ყველაფერი, რაც რეგიონისა და ჩვენს გარშემო არსებული ზოგიერთი დიდი ძალის მილიტარიზაციას შეზღუდავს, ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც, თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთთან დადებული სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულების (New START) 5 წლით გაგრძელებას შეეცდება.

„იარაღის კონტროლი ყოველთვის პოზიტიური მოვლენაა. რუსეთს ჩვენ ძალიან ახლოს ვიცნობთ და ნათელია, მთავარია მონიტორინგი, გადამოწმება. ამ პირობებში, ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება და მადლობელი ვიქნებით, თუ ეს მოხდება, მაგრამ მაქსიმალური კონტროლით,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთთან დადებული სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულების (New START) 5 წლით გაგრძელებას შეეცდება. სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულება როგორც აშშ-ს, ასევე რუსეთს 1 550-ზე მეტი სტრატეგიული ბირთვული ქობინის განთავსებას უკრძალავს. ის ასევე სახმელეთო და წყალქვეშა რაკეტებისა და ბომბდამშენების განთავსების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 5 თებერვალს იწურება, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეებმა მისი კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება არ მიიღეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს