ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას ვაქცინაზე ადრეული წვდომის საკითხში

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში და ვაქცინაზე ადრეული წვდომის საკითხში. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის ვაქცინაზე ადრეული წვდომის საკითხში. ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ეკონომიკურ განვითარებასა და აღდგენას“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის საკითხებში ევროკომისარს, დიდიე რეინდერს შეხვდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს