„დელტას“, „თბილავიამშენსა“ და უკრაინულ სამხედრო სამრეწველო კომპანია Motor Sich - ს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის Motor Sich-ის დელეგაციას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან უკრაინულ სამხედრო სამრეწველო კომპანიასთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„Motor Sich-თან თანამშრომლობა სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზებას ისახავს მიზნად. აღნიშნული საწარმო თავდაცვის ძალების კუთვნილი შვეულმფრენების ძრავებისა და რედუქტორების შეკეთებაზე უკვე მუშაობს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას კომპანიის ხელმძღვანელი, Motor Sich-ის პრეზიდენტი, ვერტმფრენების განვითარებისა და მოდერნიზაციის მთავარი დიზაინერი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, სსსტც „დელტას“ დირექტორი ზურაბ აზარაშვილი და Motor Sich-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. უკრაინული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, სს თბილავიამშენსა და უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპანია Motor Sich- ს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და ახალ საფეხურზე გადაიყვანს. მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას ისახავს მიზნად, პარტნიორები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ, რაც მრავალფუნქციური შვეულმფრენის Mi-8 ძრავების კაპიტალურ რემონტსა და მოდერნიზებას ითვალისწინებს. Motor Sich-ი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 100 წელზე მეტია თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ძრავებს აწარმოებს. კომპანიის მიერ წარმოებულ ძრავებს სხვადასხვა ტიპის საფრენ აპარატებზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა იყენებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს