ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი ვლადიმირ მილოვი - რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს

რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელმა, ვლადიმირ მილოვმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, ნავალნის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოში დაიწყო დისკუსია, თუ რამდენად განსხვავდება ის პუტინისგან. მისი განცხადებების ნაწილზე საქართველოს მიმართ, მან ბოდიში მოიხადა, თუმცა ნაწილზე ამბობს, რომ იგივე პოზიციაზე რჩება. შეიცვალა, მისი პოზიცია თუ არა? მესმის, რომ მის ნაცვლად გთხოვთ პასუხს, თუმცა რა არის მისი პოზიციები დღეს სამეზობლოს მიმართ, ვხედავთ ცვლილებას? მილოვი პასუხობს, რომ „როცა საქართველოში, 2008 წლის ომი მოხდა, მე და ის ძალიან ღიად ვჩხუბობდით ინტერნეტში ამ საკითხზე“.

„ჩვენ ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთის მხრივ მისი პოზიცია ამის შემდეგ ძალზედ შეიცვალა. ის, რა თქმა უნდა, ეთანხმება და მე ამას ხშირად ვახმოვანებ, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცის საზღვრების გადახედვა მიუღებელია. ეს მისი პრინციპული პოზიციაა. საჭიროა ასევე მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინება, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა შემთხვევით არ წააგო არჩევნები. საქართველოში ვხედავდით ავტორიტარულ ტენდენციებს.

„ფრიდომ ჰაუსმა” 2008 წელს, საქართველოს რეიტინგები შეამცირა, იმიტომ, რომ ზღუდავდნენ ოპოზიციას. ნავალნიმ ამაზეც გააკეთა კომენტარი. სააკაშვილს ბევრი აღიქვამს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლს, მაგრამ მაშინ ეს ასე არ გამოიყურებოდა. გვახსოვს, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში შეხვდებოდა ახალ წელს. 2006 წელს თბილისში ვიყავი, სააკაშვილსაც შევხდი. მაშინ განიხილებოდა ასევე ძალადობრივი სცენარები ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად. მე და ნავალნის ეს არ მოგვწონდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობრივ სცენარებს. ამიტომ, აქ სიტუაცია უნდა განვიხილოთ ისე, როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში. თუმცა ნათელია, რომ თავად რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს. არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ სვამს საზღვრების უცვლელობის პრინციპს. ჩვენ ყველა, პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უნდა იყოს განხილული როგორ საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც“, - განაცხადა მილოვმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა