გიგი უგულავა - დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს და განმიცხადეს, რომ საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთო, ასე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი "ოპრიჩნიკი" პოლიცია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. როგორც უგულავა „ფეისბუქში“ წერს, დღეს, საზღვარზე გააჩერეს და განუცხადეს, რომ საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა, არადა, სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.

„შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი "ოპრიჩნიკი პოლიცია“, - წერს გიგი უგულავა და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს.

„ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ“, - აცხადებს გიგი უგულავა.

იხილეთ ვიდეო:გიგი უგულავა აცხადებს, რომ საზღვარზე უკანონოდ გააჩერეს და საკითხის შესწავლას სახალხო დამცველს სთხოვს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა