საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252 972-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 892 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 240 629-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა - 31, იმერეთი - 170, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 68, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 116, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 279, საიდანაც: 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 632, აჭარაში - 251, იმერეთში - 663. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 47, იმერეთში - 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 1, იმერეთში - 25. 444 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 - თბილისში, 159 - აჭარაში, 23 - იმერეთში. 5 533 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 216, აჭარაში - 111, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 797 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 786 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 299 პირი, აჭარაში - 1 400, იმერეთში - 2 062.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია