ივერთუბნის მოსახლეობის საპროტესტო აქციას ანა დოლიძე შეუერთდა

თბილისში, ივერთუბნის მოსახლეობამ საპრეტესტო აქცია გამართა. ისინი თვითმმართველობას ინფრასტრუქტურის, პირველ რიგში, კი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას სთხოვენ.

ადგილობრივების თქმით, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემის გამო, ივერთუბანში პერიოდულად ანტისანიტარული ვითარება იქმნება. გარდა ამისა, ადგილობრივები ბავშვებისთვის სკვერების მოწყობაც მოითხოვენ.

საპროტესტო აქციას მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძეც შეუერთდა. „ივერთუბანი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პრესტიჟულ უბნად თბილისში, მაგრამ, ამავდროულად, არის ერთ-ერთი ყველაზე მიუხედავი და მიტოვებული უბანი. რასაც აქ ხედავთ, გარშემო, ეს არის თვითონ მცხოვრებლებისა და მოქალაქეების დამსახურება ანუ კერძო სექტორის დამსახურება, რომელსაც ძალიან ჩამორჩება ინფრასტრუქტურა და ძალიან ჩამორჩება თვითმმართველობა. წელს არის თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ გვინდა, რომ თვითმმართველობამ ყურადღება მიაქციოს იმას, რომ ელემენტარული ქალაქური ცხოვრების პირობები არ არის ამ, ერთი შეხედვით, პრესტიჟულ უბანში. რას გავს გზა, არ არის ტრანსპორტი, რომელიც კარგად დააკავშირებს ამ უბანს ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან, წყალი არის პრობლემა და რაც მთავარია, კანალიზაცია არის პრობლემა. თვითმმართველობის არჩევნების წელია, კეთილი ინებოს თვითმმართველობამ - საკრებულომ და მერიამ და ახალარჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა გია ვოლსკიმ და ყურადღება მიაქციოს, ელემენტარული სახელმწიფო საკეთებელი გააკეთოს ივერთუბნისთვის,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო:ივერთუბნის მოსახლეობამ საპრეტესტო აქცია გამართა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს