„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები თბილისის მერიასთან აქცია-პერფორმანს მართავენ

თბილისის მერიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები, კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დედაქალაქის მერიასთან ჯაჭვებით არიან გადაბმულები.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს სახლში წასვლა ფეხით მოუწევს, ვინაიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილების საშუალება არ ექნება.

„ჯაჭვით არიან გადაბმულები და არ უშვებენ მანქანებს ავტოსადგომიდან. კახა კალაძე ფეხით წავა სახლში“, - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე აქცია დაანონსდა. შეგახსენებთ, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა 1-ელი თებერვლიდან აღდგება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი სკოლები და ტრანსპორტი მუშაობას 1-ელი მარტიდან დაიწყებს. ასევე, 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს