„ნაცმოძრაობა“ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავს

თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციისკენ საპროტესტო აქცია მსვლელობა იმართება. საპროტესტო მსვლელობას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭრები მართავენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ.

ავტოკოლონები რესპუბლიკის მოედნიდან ათონელის რეზიდენციისკენ უკვე დაიძვრნენ.

„ხშირ შემთხვევაში კი არ არის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დამაზიანებელი, ყველა მისი განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ჩვენ აქ დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იმ ქალბატონის მიმართ, რომელიც დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, ვინაიდან ის არავის აურჩევია საქართველოს პრეზიდენტად. დღეს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი თავს იწონებს სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ყველას შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ ქართველი გმირები და ჯარისკაცები დაადანაშაულა სამხედრო აგრესიაში და ამ განცხადებას დღესაც იყენებს რუსეთი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი ყველა განცხადება ქვეყნის საშინაო თუ საგარეო მიმართულებით არის სკანდალის მიზეზი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა