ვითარება გელათის ტაძარში - ფოტორეპორტაჟი

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა დასრულებულია.

სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მკლავის სამხრეთ ფერდზე 15 კვ. მეტრი ფართობის მქონე არეალზე სპეციალისტების მიერ მოწყობილ ხის კონსტრუქციულ ბაზისზე თუნუქის ფენილი სათანადო წესით დაეფინა. დასავლეთ მკლავის სამხრეთ ფერდზე გადახურვის სამუშაოები 2018-19 წლებში ჩატარდა, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ის სათანადოდ არ იყო განხორციელებული. აღნიშნულის გამო, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს ფულადი სანქცია დააკისრა.

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი დღეს გელათში იმყოფებოდა.

გთავაზობთ ტაძარში არსებული ვითარების თაობაზე მის მიერ მომზადებულ ფოტორეპორტაჟს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა