მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე - ოპონენტები ისე ნუ მიიღებენ, რომ ეს გარკვეული ულტიმატუმია, პარლამენტი ვალდებულია განიხილოს მათი საკითხი

ამას ჩვენი ოპონენტები ისე ნუ მიიღებენ, რომ ეს გარკვეული ულტიმატუმია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური პარტიების წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მისაღებად ერთი კვირა დარჩათ.

როგორც მდინარაძე განმარტავს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პირველივე სხდომაზე განიხილავენ.

„მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ ეს არ არის უმრავლესობის გადასაწყვეტი პროცედურული საკითხი, რადგან საქართველოს რეგლამენტში წერია, დათქმული ვადის შემდეგ, როგორც კი, პირველივე სხდომა იქნება, სხვა საკითხებთან მიმართებით უფრო ადრე, პირველ რიგში, პრიორიტეტულად უნდა განიხილოს პარლამენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, თუ ასეთი შესაბამისი საფუძველი არსებობს. ამ შემთხვევაში, ეს საფუძველი მათივე განცხადებებია, აქედან გამომდინარე, პარლამენტი არა უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია განიხილოს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, ამიტომ ჩვენ გვექნება თუ არა სხდომა, პირველ საკითხად უნდა განვიხილოთ მათი საკითხი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გუშინ განაცხადა, რომ ერთი კვირა რჩება, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს, მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.

იხილეთ ვიდეო:მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პირველივე სხდომაზე განიხილავენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს