ლევან დავითაშვილმა ბერლინის სოფლის მეურნეობის ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბერლინის სოფლის მეურნეობის ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტერიალს, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მე-13 გლობალური ფორუმის (GFFA) ფარგლებში გაიმართა, მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა საქართველოში პანდემიით შექმნილი მდგომარეობის საპასუხოდ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ურთულესი გამოწვევის დროს, კოორდინირებული მუშაობით, არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა.

“მხარდაჭერისთვისა და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი ყველა მონაწილე სახელმწიფოს და პარტნიორ ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებს სანიმუშო კომუნიკაციისთვის. ეს წარმატება ერთობლივი შრომის შედეგია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ფერმერების მხარდასაჭერად შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიებზე, მონაწილეებმა, რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით პანდემიის პრევენციის და კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხებზე იმსჯელეს.

ფორუმის დასასრულს, მიიღეს კომუნიკე, რომელიც კლიმატის ცვლილების და პანდემიის პირობებში მსოფლიოს სასურსათო მარაგების უზრუნველყოფას და პანდემიის პრევენციას ეხება.

ონლაინ მინისტერიალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გერმანიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა