„ევროპული საქართველო“ - როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს შეზღუდვების გონივრულ შემსუბუქებაზე, გამოსავალი ერთიანი სახალხო პროტესტია

„ევროპული საქართველო“ დღეს, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მათთვის მიუღებელია ის არაპროპორციული შეზღუდვები, რომელიც მთავრობას პანდემიასთან ბრძოლის მოტივით აქვს დაწესებული.

„ჩვენთვის მიუღებელია ის არაპროპორციული შეზღუდვები, რომლებიც მთავრობას აქვს დაწესებული პანდემიასთან ბრძოლის მოტივით. მაშინ, როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს შეზღუდვების გონივრულ შემსუბუქებაზე, გამოსავალი ერთიანი სახალხო პროტესტია,“ - აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“.

კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“-ს ორგანიზებით დღს აქცია გაიმართება. აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 14:00 საათზე დაიწყება. აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები უერთდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა