სერგო ჩიხლაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ უერთდება აქციას და ვაპროტესტებთ იმ უსამართლო, შეზღუდვებს, რომელიც მთავრობამ ჯერ დააწესა, ახლა კი შერბილება აღარ უნდა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ უერთდება ამ აქციას და ვაპროტესტებთ იმ უსამართლო, არამართლზომიერ, არათანასწორ შეზღუდვებს, რომელიც მთავრობამ ჯერ დააწესა, ახლა კი აღარ უნდა შერბილება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ.

სერგო ჩიხლაძის თქმით მშიდობიანი პროტესტი არის კონსტიტუციით გარანტირებული და დაცული და პროტესტი იქნება ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე.

„ეს ქმედებები მთავრობის კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს, კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანს ეკონომიკას და სხვათაშორის, ჯანდაცვის სისტემაც, რომელიც ეკონომიკის ნაწილია კიდევ უფრო მეტ ზიანს მიიღებს. ზუსტად ამ პროტესტის მიზანია დღეს, რომ მთავრობაზე წნეხი მოვახდინოთ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვან, ეს არის ამ პროტესტის მიზანი, შეიძლება იმ წუთას არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს, მაგრამ ეს წნეხი, არგუმენტირებული კრიტიკა ყოველთვის აიძულებდა მთავრობას, რომ დაეკორექტირებინა თავისი ქმედბეები და იმედი მაქვს ეს პროტესტიც და შემდეგიც გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა