ელენე ხოშტარია - არ არსებობს ქვეყანა, სადაც ადამიანებს ეუბნებიან: არ მაინტერესებს, შენ შიმშილობ თუ არა, გკეტავ და მორჩა

არ არსებობს ქვეყანა, სადაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ „მე არ მაინტერესებს შენ შიმშილობ თუ არა, გკეტავ და მორჩა“, - ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, განცხადებას, რომ ,,თვენახევარი არაფერი არ გექნებათ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა”, ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან კავშირი არ აქვს.

,,ვუერთდები ამ ძალიან ბუნებრივად გაბრაზებული მოქალაქეების თვითორგანიზებულ აქციას. ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ, როდის არის გარკვეული შეზღუდვების აუცილებლობა და როდის არის ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ამ განცხადებას, რომ თვენახევარი არაფერი არ გექნებათ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა, არ აქვს კავშირი ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან.

მსოფლიოში არსებობს უამრავი საშუალება, მათ შორის ტესტირებით რეგულირება, ვაქცინაცია და ხელშეწყობა, რომ იმუშაოს იმ ნაწილმა, რომლისთვისაც ნაკლები პრობლემაა”, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს