გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - გერმანია პირველი ქვეყანა გახდება ევროკავშირში, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებს გამოიყენებს

გერმანია გახდება პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც იმავე ექსპერიმენტულ მკურნალობას დაიწყებს ანტისხეულებით, რომელიც ამერიკის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემთხვევაში გამოიყენეს კოვიდ-19 ვირუსის წინააღმდეგ. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამისთვის ხელისუფლებამ 200 ათასი დოზა შეიძინა, რაც 400 მილიონ ევროს შეადგენს.

„ანტისხეულების ე.წ. მონოკლონალური კოქტეილები უახლოეს კვირას საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში განთავსდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

შპანს არ დაუსახელებია მწარმოებელი, ვინც გერმანიას მედიკამენტს მიაწვდის. თუმცა, ირწმუნება, რომ ეს ის პრეპარატია, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი ღებულობდა, როდესაც გასული ოქტომბერში კრონავირუსით დაავადდა.

„ის მუშაობს როგორც პასიური ვაქცინაცია. ამ ანტისხეულების შეყვანას ადრეულ სტადიაზე პაციენტს შესაძლოა დაეხმაროს დაავადების სერიოზული პროგრესირების თავიდან აცილებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში