გიორგი ვაშაძე - კარანტინი გამომიწერეს, ამბობენ, რომ „ტესტის მიუხედავად უნდა იყო სახლში ჩაკეტილი“, დემონსტრაციულად ვარღვევ ამ უაზრო შეზღუდვას - უნდა დავიწყოთ პროტესტი და არ დავემორჩილოთ!

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ, აშშ-ში იყო, სახლში ჯდომას არ აპირებს, რადგან „პისიარ“ ტესტი გაკეთებული აქვს და დემონსტრაციულად უაზრო შეზღუდვის კანონს არღვევს. ამის შესახებ ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ დაწესებული რეგულაციები უაზროა, რადგან ხალხს შიმშილით კვდება, ეკონომიკა კი „ამოხუთულია“.

ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე ასევე განაცხადა, რომ სახალხო პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

"უაზრო შეზღუდვის გამო, მე უნდა ვიჯდე სახლში. უცხოეთში ვიყავი, ამერიკაში, სადაც გადაადგილების პრობლება, როდესაც "პისიარ" ტესტი წარვადგინე არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და 12- დღიანი კარანტინი გამომიწერეს. ამბობენ, რომ ტესტის მიუხედავად უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. მე დემონსტრაციულოად ვარღვევ ასეთ უაზრო შეზღუდვას და ასეთი უაზრო შეზღუდვები უამრავია! ხალხს შიმშილით კლავენ, ეკონომიკა ამოხუთეს. არავინ არ გვისაბუთებს, რატომაა ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები უმუშევარი, მშიერი დატოვო და შენ უბრალოდ, თვითკმაყოფილი იჯდე სკამში და ამბობდე: ესაა ყველაზე საუკეთესო ქმედება. დემონსტარციულად ვარღვევ იმ ერთ უწესო წესს, რომელიც დააწესეს, რომლის პრეცენდენტი ძალიან ცოტაა მსოფლიოში. ჩვენ უნდა დავიწყოთ, ხალხო, პროტესტი და მათ არ უნდა დავემორჩილოთ", - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა