სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლების მოთხოვნით „მზიურის“ პარკში აქცია გაიმართა

მზიურის პარკში სასწავლო პროცესის აუდიტორიაში აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა წევრმა, მშობელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ნინო რობაქიძემ აღნიშნა, მოსწავლეების სურვილები და ლეგიტიმური ინტერესები გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ, პანდემიის მენეჯმენტის არც ერთ ეტაპზე არ იყო გათვალისწინებული.

,,ჩვენი დღევანდელი აქცია იყო პირველი სიმბოლური მშობლების შეკრება, რომელიც ემსახურება იმას, რომ ჩვენ ჩვენი შვილების ხმა მივაწვდინოთ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ბავშვების სახელით, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ თვითონ დააორგანიზონ აქციები, მაგრამ აქვთ სურვილები და ლეგიტიმური ინტერესები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული პანდემიის მენეჯმენტის არც ერთ ეტაპზე გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ. საუბარია ბავშვების ძალიან დიდ ჯგუფზე, დაახლოებით 600 000-მდე ბავშვი არის სკოლებში რეგისტრირებული. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ყოფილა საგანმანათლებლო დაწესებულებების სამსემესტრიანი სრული დახურვა. გვსურს გავიგოთ რამდენად მომზადებული ხვდება სასწავლო დაწესებულებები პანდემიის პირობებში სწავლის დაწყებას, როდის მოხდება ეს და რა ეშველებათ იმ ბავშვებს, რომლებიც ამდენი ხმის მანძილზე ონლაინსწავლების მიღმა იყვნენ დარჩენილები”, - აღნიშნა ნინო რობაქიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა