ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია მოსახლეობის 15%-19%-მდე, კოლექტიური იმუნიტეტისთვის ინფიცირების რიცხვი უნდა იყოს 60-70% - ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი შემსუბუქება არ შეიძლება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეფასებითი მაჩვენებლით, ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია მოსახლეობის დაახლოებით 15-19%.

როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა საზოგადოებრივი, კოლექტიური ე.წ. ჯოგური იმუნიტეტისთვის ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი დაახლოებით 60-70% უნდა იყოს.

“ყველა მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს ინფექციის ცირკულაციაზე ეს არის - ინციდენტობა და ასევე, დადებითობის მაჩვენებელი ტესტირების, რომ ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი შემსუბუქება ქვეყანაში არ შეიძლება. ამიტომაც საკოორდინაციო საბჭოზე საკმაოდ სერიოზული მსჯელობა იყო ამასთან დაკავშირებით და ასიმეტრიული შემსუბუქება მოხდა.

ეპიდვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დამყოლობაა სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემულ რეგულაციებზე. მოგეხსენებათ, რომ ყველაზე ძლიერი და ადრეული ეპიდ-აფეთქება ჩვენ გვქონდა აჭარაში, შეიძლება ბიოლოგიური ფაქტორებიც იყოს, ვერ გამორიცხავ და ა.შ. აჭარაში მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს ჰქონდა ეს ინფექცია და იქ ბუნებრივი იმუნიტეტის გარკვეული ფენაც უკვე საკმაოდ, (არა ძალიან დიდი, მაგრამ მნიშვნელოვანი) შეიქმნა. ქვეყანაში სადღაც 250 000 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ასევე, ჩვენ ვითვლით შეფასებით მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად და ახლა, დაახლებით გვეუბნებიან, რომ ინფექცია გადაიტანა ან ქვეყანაში ინფიცირებულია მოსახლეობის 15%-დან 19%-მდე. საზოგადოებრივი, კოლექტიური იმუნიტეტისთვის ინფიცირების რიცხვი უნდა იყოს დაახლოებით 60-70%, ამიტომ არის ინტენსიურ ვაქცინაციაზე საუბარი, რომ მივაღწიოთ 70%-ს მოსახლეობის, თუ მივაღწიეთ, რომ იქნა საზოგადოებრივი იმუნიტეტი, მაშინ შედარებით უფრო მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ და უფრო აქტიურად გაიხსნას ყველა ბიზნესი და თანდათანობით დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა