ამირან გამყრელიძე - ვფიქრობ, ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში სავარაუდოდ, ვაქცინაცია მარტში დაიწყება.

მისი თქმით, მანამდე შესაძლოა ქვეყანამ მიიღოს “ფაიზერის” ვაქცინა სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფების ვაქცინაციისთვის.

“ვაქცინაცია ჯერჯერობით მიმდინარეობს ყველა მდიდარ ქვეყანაში, ჯერჯერობით არც ერთ საშუალო განვითარების ან ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა და ამაზე დიდი ამბავია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გამოვიდა და თქვა: უსამართლობაა ვაქცინების მიწოდებაში ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს, რომ მდიდარი ქვეყნები ცრიან აქტიურად. ჩვენთან ამაზე მუშაობა დავიწყეთ დაახლოებით აგვისტოში. ჩვენ გარანტირებული გვაქვს ამ კოვაქსით ვაქცინის 1 400 000 დოზა, რომელიც მოზრდილი მოსახლეობის 20%-სთვისაა, რომელიც პირველ კვარტალში უნდა დაიწყოს. კოვაქსს აქვს პირობა, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს უნდა მოგაწოდოს. ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ. ახლა 29-ში ველოდებით გადაწყვეტილებას ისევ კოვაქსიდან, რომ პირველი ლიმიტირებული პარტია, ოღონდ არა “ასტრაზენეკასი”, არამედ ვთქვათ “ფაიზერის” სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფებისთვის მოგვაწოდონ”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს