მარინა კალიურანდი - რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ევროპარლამენტარი განცხადებაში აღნიშნავს, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება.

განცხადება 2021 წლის 22 იანვრით არის დათარიღებული.

”გუშინ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) გამოიტანა ისტორიული განაჩენი სახელმწიფოთაშორის საქმეზე ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)”, 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში.

ეს განაჩენი ხაზს უსვამს ორ ელემენტს.

პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს მუდმივ და ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 12 აგვისტოდან.

მეორე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) ადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ომის დროს და მის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალრიცხოვან და უხეშ დარღვევებს, ოკუპირებულ რეგიონებში ომის დანაშაულების და ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევების გამოუძიებლობას მის მიერ, ასევე რუსეთის უარს ეთნიკურ ქართველებისთვის თავიანთ საცხოვრებლებში დაბრუნების შესაძლებლობაზე.

როგორც არაერთხელ განაცხადა ევროპარლამენტმა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება. როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც დასრულდა ომი“, - ნათქვამია კალიურანდის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო