საფრანგეთში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში უახლოეს მომავალში საყოველთაო „ლოქდაუნის“ კიდევ ერთხელ დაწესება გახდეს საჭირო

საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, ჟან-ფრანსუა დელფრეისის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში საყოველთაო „ლოქდაუნის“ კიდევ ერთხელ დაწესება გახდება საჭირო.

მისი თქმით, საფრანგეთში, ვირუსის გავრცელების კუთხით, საგანგებო ვითარებაა და გასული კვირა გასაკუთრებით კრიტიკული იყო.

კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტების გავრცელების შეჩერების მიზნით ჟან-ფრანსუა დელფრეისი საფრანგეთის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ინფიცირების შემთხვევების 7-9%-ი ახალ, ე.წ. „ბრიტანულ ვარიანტთანაა“ დაკავშირებული.

მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში გასული შაბათ-კვირიდან ე.წ. „კომენდანტის საათი“ მოქმედებს და მოქალაქეებს 18:00 საათიდან გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალია და გასული კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა, საშუალოდ, 20 000-ს შეადგენს.

საფრანგეთის მთავრობა ოთხშაბათს შეხვედრას გამართავს, სადაც შეზღუდვების გამკაცრების საკითხზე იმსჯელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა