რუსეთში კორონავირუსის 19 290 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 456 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 19 290 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 719 400-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა 11 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები 20 ათასზე ნაკლებია.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 456 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 69 918-მდე გაიზარდა.

რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ისგან 3 150 763 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

იხილეთ ვიდეო:რუსეთში კორონავირუსის 19 290 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 456 ადამიანი გარდაიცვალა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა