ნინო წილოსანი - ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია, ამოყავი თუ არა თავი საცივიდან და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობ, ძალიან არასერიოზული და სასაცილოა

ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია და სრული სერიოზულობით რომ განიხილავ, გარკვეული პერიოდი თავი საცივში რომ გქონდა ჩადებული, ამოყავი თუ არა თავი საცივიდან და ამის შემდეგ, რევოლუციურ სცენარებზე საუბრობ, ძალიან არასერიოზული და სასაცილოა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ნებისმიერი რევოლუციური სცენარი ქვეყნის 10-15-20 წლით უკან დახევას ნიშნავს და თითოეული ადამიანის მდგომარეობის გაუარესების წინაპირობაა.

„სახელმწიფო ყველა მსგავს ქმედებას თავის სახელს დაარქმევს. დესტაბილიზაციის და ქვეყნის დემოკრატიის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად აღიკვეთება. მეორეს მხრივ, ამ ადამიანებს რადიკალიზმის გარდა, არანაირი შესაძლებლობა არ დარჩენიათ. ძალიან მიხარია, რომ სამართლიანად ჩატარებულმა არჩევნებმა ასეთ რადიკალურ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არ მისცა. დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი მათ მიდგომებს აუცილებლად გადახედავს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა