NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50% დადებითად აფასებს, 38% - ცუდად, გიორგი გახარიას საქმიანობას გამოკითხულთა 46% დადებითად აფასებს, 17% - ცუდად

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 50% დადებითად ფასებს, 38% კი ცუდად. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას საქმიანობის შეფასებას, გამოკითხულთა, 46% მას დადებითად აფასებს, 32% საშუალოდ, 17% კი ცუდად.

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, გამოკითხულთა 36% მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 34% საშუალოდ, 15% კი კარგად.

გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას კარგად 15% აფასებს, ცუდად 34%, საშუალოდ კი 36%. სასამართლოების საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 13% აფასებს, საშუალოდ 30%, ცუდად კი 29%.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის შეფასებას, გამოკითხულთა 32% მას უარყოფითად აფასებს, 27% საშუალოდ, ხოლო 24% კარგად.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ საველე სამუშაოები გასული წლის 17-24 დეკემბერის პერიოდში ჩაატარა. ჯამში კი კვლევა 2,053 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.1%-ია. კვლევისას, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

იხილეთ ვიდეო:NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50% დადებითად აფასებს, 38% - ცუდად, გახარიას გამოკითხულთა 46% დადებითად აფასებს, 17% - ცუდად

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა