ნიკა მელია - თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება - რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა, მათ შორის "ქართული ოცნებაც"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მმართველ პარტიას მოუწოდებს რეგლამენტით იხელმძღვანელონ და ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება დროულად შეუწყვიტონ.

„ძალიან მარტივი მოცემულობაა და ვფიქრობ "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაბედოს და გააკეთოს ის, რაც უნდა გააკეთოს. ოპოზიციამ უარი თქვა მასკარადში მონაწილეობაზე. შესაბამისად, მოპარული, გაყალბებული არჩევნების გაფორმება ჩვენი მონაწილეობით არ მოხდება. მმართველმა პარტიამ უნდა იხელმძღვანელოს რეგლამენტით, რომელიც უკვე დარღვეულია და თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. ამაზე ცხადად როგორ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას იქ, სადაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს. რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა, მათ შორის "ქართული ოცნებაც", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს