ანა დოლიძე - ტრანსპორტი არცერთ ევროპულ ქვეყანას არ დაუკეტავს, მარტო ჩვენმა ქვეყანამ ჩაკეტა, სადაც ქალაქის მერს ჰყავს მინიმუმ 5 მანქანა და ყველა მაღალჩინოსანს Toyota Land Cruiser-ი ან Mercedes-ი

ტრანსპორტი არცერთ ევროპულ ქვეყანას არ დაუკეტავს, მარტო ჩვენმა ქვეყანამ ჩაკეტა,სადაც ქალაქის მერს ჰყავს მინიმუმ 5 მანქანა და ყველა მაღალჩინოსანს TOYOTA LAND CRUISER-ი, ან Mercedes-ი მარტო აქ ბედავენ,რომ ადამიანებს სამოძრაო საშუალება დაუკეტონ,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განუცხადა.

ანა დოლიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო მოძრაობა "მწვანეების" აქციას შეურთდა, რომლებიც კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.

ანა დოლიძის თქმით, ქვეყანა გონივრულად უნდა გაიხსნას და ამ მოთხოვნას ალტერნატივა არ აქვს.

"კოვიდის გამო არცერთ ევროპულ ქვეყანას ასე არ დაუზიანებია საკუთარი ეკონომიკა. ევროპის ყველა ქვეყანაში გონივრული შეზღუდვები იყო ჯანმრთელობის დაცვის და ეკონომიკის გადარჩენის მხრივ.ჩვენთან შეზღუდვები ნაჯახის პრინციპით არის. კოვიდის მიზნით, ფაქტობრივად, ქვეყნის 90% საშიმშილოდ იწირება. დღეს მზად არის ქვეყანა, რომ გონივრულად, რეგულაციებით გაიხსნას სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები,მოიხსნას დაუსაბუთებელი "კომენდანტის საათი". ვიღაცას უნდა, რომ მთელმა ქვეყანამ 22:00 საათზე დაიძინოს და ამიტომაა "კომედანტის საათი". სხვა მეცნიერული დასაბუთება ამაზე არ მინახავს. მშრომელი ხალხის გადარჩენისთვის აუცილებელია ტრანსპორტი გაიხსნას.ტრანსპორტი არცერთ ევროპულ ქვეყანას არ დაუკეტავს, მარტო ჩვენმა ქვეყანამ ჩაკეტა,სადაც ქალაქის მერს ჰყავს მინიმუმ 5 მანქანა და ყველა მაღალჩინოსანს ჰყავს ან TOYOTA LAND CRUISER-ი, ან Mercedes-ი. მარტო აქ ბედავენ, რომ ადამიანებს სამოძრაო საშუალება დაუკეტონ და სარჩო მოუსპონ",- განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით აქციები გაგრძელდება, 29 იანვარს, 11:00 საათზე მანქანებით გაიმართება აქცია "მიეცი სიგნალი, ქვეყანა უნდა გაიხსნას".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა