ადვოკატი - გურამ ამირხანაშვილმა მცირედი უზუსტობები, რაც მის ჩვენებებს შორის იყო, ახსნა იმით, რომ მომხდარის და მეგობრის გარდაცვალების გამო იყო მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, უჭირდა ფაქტების გახსენება და ერთმანეთთან დაკავშირება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პრცესზე გურამ ამირხანაშვილმა ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გასცა და ის მცირე ცდომილებებიც ახსნა, რაც მის ჩვენებებს შორის იყო.

როგორც ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის პატარა, მცირედი უზუსტობები, რაც ამირხანაშვილის ჩვენებებს შორის იყო მოწმემ ახსნა იმით, რომ მომხდარისა და ასევე მეგობრის გარდაცვალების გამო გურამ ამირხანაშვილი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, უჭირდა ფაქტების გახსენება და ერთმანეთთან დაკავშირება.

„გურამ ამირხანაშვილმა დაასახელა კონკრეტული გვარები და სახელები, ვისთან ერთადაც იმყოფებოდა 19 ივნისს წვეულებაზე. მან გაიხსენა ავტომობილ „მერსედესის“ და „ქამრის“ ეპიზოდი, ასევე აღწერა ბრალდებულების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, დაადასტურა მის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ასევე, ისაუბრა არაგვის ხიდთან განვითარებულ მოვლენებზე. მან მთლიანად დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია. ის პატარა, მცირედი უზუსტობები, რაც მის ჩვენებებს შორის იყო ახსნა იმით, რომ მომხდარის გამო, ასევე მეგობრის გარდაცვალების გამო იყო მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, მას უჭირდა ფაქტების გახსენება და ერთმანეთთან დაკავშირება. თანდათანობით, როდესაც იხსენებდა ამ ფაქტებს, აწვდიდა ამ ფაქტებს გამოძიებას აღნიშნულის შესახებ. მან ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა კითხვას გასცა სრულყოფილი და ამომწურავი პასუხები“, - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, გურამ ამირხანაშვილს გამოძიების ეტაპზე 5 ჩვენება აქვს მიცემული. ადვოკატების განცხადებით, გურამ ამირხანაშვილს ბოლო, მე-5 ჩვენება რადიკალურად აქვს შეცვლილი. საქმეზე ბრალდებულები არიან: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ., რომელთაც ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა