იაგო ხვიჩია - ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, მომეჩვენა, რომ მემუქრებოდა, ჩემზე დიდია ფიზიკურად, მორევა შეუძლია - უნდა მივმართო პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს

მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია - მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს, უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია "პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სურს გაარკვიოს ნიკა მელია დებატებზე გამოწვევით ემუქრებოდა თუ ფიზიკურად.

"თუ ჩვენ ვსაუბრობთ გაერთიანებულ ოპოზიციაზე, იქ არ შეიძლება ვინმეს გარიცხვა იმის გამო, რომ ვინმე არ მოგწონს. შეიძლება, მე ვიცი, ისეთი ადამიანი ვარ, რომ ბევრ ადამიანს არ მოვწონვარ - რავიცი, პრეტენზიები აქვთ სხვადასხვა შინაარსის, მაგრამ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს, რომ გადავხედოთ, ადამიანებს იქ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები კი არა, ერთმანეთი დანაჭერი ჰყავთ და ეს ხალხი ნაცემი ჰყავთ ციხეში. პოზიცია იყო განსხვავებული და იმიტომ გვქონდა ეგეთი პოზიცია, რომ დამოუკიდებელი ხალხი ვიყავით - ახლა წარმოიდგინეთ, როცა ერთი პოზიციით შეკრებილი არის 4 სხვადასხვა პარტია და მათ შორის არის ერთი ყველაზე დიდი და გამარჯვებული პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რა შეიძლება დაერქვას ნეიტრალური თვალით ამ ყველაფერს?! ეგ ვთქვი დღეს, სხვა რამ კი არ მითქვამს, იმიტომ არის ნიკა მელია ჩემზე გაბრაზებული. ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ. მინდა, გავარკვიო მართლა მემუქრებოდა ნიკა მელია, თუ გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია - მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს, უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს იმიტომ, რომ მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს, მე ასეთი ადამიანი არ ვარ. უბრალოდ, რომ არ გამლახოს ვინმემ, ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო. ნიკა მელიას სიტყვას რომ პატივს ვცემ, მაგიტომ მივიჩნიე სერიოზულად და მინდა, გავარკვიო მემუქრებოდა დებატებზე გამოწვევით, თუ ფიზიკურად რომ ჩემზე დიდია, მაგით?!”, - განაცხადა ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა