სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამნისტიის კანონის საფუძველზე სულ 90 მსჯავრდებულია გათავისუფლებული

„ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე ამ დროისთვის 90 მსჯავრდებულია გათავისუფლებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებული მსჯავრდებულებიდან 6 ქალია.

„დღეს, ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე 11 მსჯავრდებული გათავისუფლდა. „ამნისტიის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო. კანონის მიღების შემდეგ პენიტენციური დაწესებულებებიდან უკვე 90 პატიმარი, მათ შორის, 6 ქალი მსჯავრდებული გათავისუფლდა.

მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს“, - აცხადებენ უწყებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა