Bloomberg- მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 65.6 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 65.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 22.3 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 6.82%-ს შეადგენს.

აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 15 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.07%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 8.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 3.6 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 39.9%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 23.1 და 10.2%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა