მამუკა ხაზარაძე - დროზე დაამთავრონ ეს საკითხი, დროზე გააუქმონ მანდატები, რადგან პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ჩაატარა არჩევნები, გააყალბა და უნდა, რომ მარტო იჯდეს პარლამენტში

მე ვგრძნობ ერთ რამეს, რომ კომპრომისი არ შეიძლება ისეთ რაღაცაზე, რომელიც მთელი ცხოვრება შეგაწუხებს, - ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, “ლელოს” და სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიცია არ შეიცვლება.

“ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და არანაირი ზემოქმედება და შედეგი გამოკვლევის თვალსაზრისით, გასაჩივრების თვალსაზრისით, დათვლის თვალსაზრისით ბოლო სამი თვის განმავლობაში არ მომხდარა. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ოპოზიციას კი არ ეუბნება, მოდი სამი თვის შემდეგ გადავითვალოთ - არამედ ერთი კვირის თავზე უნდა გადაითვალო. საარჩევნო რეფორმა არ არის საკმარისი. ოპოზიცია რომ არ იყოს ახლა ბოიკოტის სისტემაში საარჩევნო სისტემა არ უნდა დახვეწო?! ვინღა ითვლის ხელით ღამის სამ საათზე?! ქვეყანაში ითვლიან ისე, როგორც საქართველოში?! ვინ აკეთებს ასეთ მენეჯმენტს და ასეთი ცესკოს შემადგენლობა და დათვლის სიტემა რომელ ნორმალურ ქვეყანაშია?! არც ერთ არ არის, ამიტომ ამას ჩვენ ნუ დაგვაბრალებენ, რომ თითქოს ჩვენს გამო აკეთებენ. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება თუ ხარ, სულ ინოვაციებით და სულ პროგრესული მეთოდების დანერგვით უნდა იყო დაკავებული და არა ისეთი მეთოდების, რომ მარტივად გააყალბო, ჩაატარო კარუსელი და ზემოქმედება მოახდინო ადამიანის ნებაზე და ნების გამოხატვაზე. მე პირადად ვსაუბრობ, რომ ამ ქვეყანაში დადგეს მაღალი სტანდარტი ყველაფერში და მაღალი სტანდარტი და გამჭვირვალეობა და სისუფთავე იწყება არჩევნებით. მე ვგრძნობ ერთ რამეს, რომ კომპრომისი არ შეიძლება ისეთ რაღაცაზე, რომელიც მთელი ცხოვრება შეგაწუხებს. ჩვენი, “ლელოს” პოზიცია, როგორც იყო არჩევნების დასრულების პირველივე დღეს არ შეცვლილა და ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით რას ვსაუბრობთ, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ვინც პროტესტი განუცხადა ამ არჩევნებს. შეიძლება ჩვენზე უფრო ემოციურად იმოქმედა იმ დარღვევებმა, რაც ვნახეთ იმიტომ, რომ პირველად ვიღებდით არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ შეიძლება ვიღაცები შეჩვეულები არიან წლების განმავლობაში და თვალებს ხუჭავდნენ, სწორედ ამ თვალების დახუჭვამ მიგვიყვანა ჩვენ ამ მდგომარეობამდე. პარლამენტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ადამიანს ეჭვი არ შეეპარება, რომ მისი ხმა დაიკარგა. ჩვენ, “ლელო” დღეს იმიტომ ვდგავართ და სხვა ოპოზიციური პარტიები იმიტომ დგანან იმ პოზიციაზე, რომ ვიცავთ იმ თითოეულ ხმას, რომელიც ჩვენ მოგვპარეს და ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძემ მოუწოდა ხელისუფლებას სწრაფად განიხილონ მანდატების გაუქმების საკითხი.

“ჯობია დროზე დაამთავრონ ეს საკითხი, დროზე გააუქმონ ეს მანდატები - ნუ წელავენ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა ამ სიტუაციაში ყოველთვის ყველა ქვეყანაში ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ჩაატარა არჩევნები, რომელმაც გააყალბა არჩევნები და რომელსაც უნდა, რომ მარტო იჯდეს პარლამენტში”, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს