მამუკა ხაზარაძე „ლელოში“ შეხვედრაზე - ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი  საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

მინდა ყველას ვუთხრა, რომ არც კლასის დამრიგებლები ვართ და არც რაღაც კლუბი გვაქვს; კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ დღეს „ლელო საქართველოს" ოფისში შეკრების მიზეზზე საუბრისას განმარტა, დღეს მათთან ის პოლიტიკური პარტიები იყვნენ შეკრებილი, ვისაც პარლამენტის მანდატებზე უარი აქვთ ნათქვამი და ამის შესახებ განცხადებები აქვთ დაწერილი.

„ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც დაწერა მანდატების გაუქმებაზე განცხადება. „გირჩს“ არ აქვს დაწერილი განცხადება მანდატების გაუქმებაზე და სწორედ ერთ-ერთი ეს საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები. მე მათი მჯერა, როცა ისინი ამბობენ, რომ არ შევლენ პარლამენტში. სხვა იქ არაფერი განხილულა. მოვისმინე, რომ ვიღაცამ გარიცხა, თუ გამორიცხა, რა სისულელეა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არც სკოლის კლასის დამრიგებლები ვართ და არც რაღაც კლუბი გვაქვს. კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო, თორემ კიდევ ვიმეორებ, აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ხედვა გვაქვს უამრავ საკითხზე. ამიტომ იქ არც უფროსია, არც სკოლის და კლასის დამრიგებელი, არც არავის რიცხავენ და არც არავის იღებენ. ყველა პარტია იღებს დამოუკიდებლად თავის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, დღეს ის პარტიები ვიყავით შეკრებილი, ვინც განცხადება დაწერა მანდატების გაუქმებაზე და ვისზეც იყო გაკეთებული განცხადება, რომ 2-ში მათ გაუუქმებენ მანდატებს. კიდევ ერთხელ ვუთხარით ერთმანეთს, რომ კი, ისევ იმ პოზიციაზე ვდგავართ, არაფერი შეცვლილა, ვართ პრინციპულები, რადგან ამის დათმობა ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ რამდენიმე წლით გადაიწევს უკან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია "პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ნიკა მელიამ დაურეკა და მასთან დღეს „ცუდი საუბარი ჰქონდა“. მისივე თქმით, მოეჩვენა, რომ ნიკა მელია ემუქრებოდა.

ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია - მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს, უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, სურს გაარკვიოს ნიკა მელია დებატებზე გამოწვევით ემუქრებოდა თუ ფიზიკურად.

"თუ ჩვენ ვსაუბრობთ გაერთიანებულ ოპოზიციაზე, იქ არ შეიძლება ვინმეს გარიცხვა იმის გამო, რომ ვინმე არ მოგწონს. შეიძლება, მე ვიცი, ისეთი ადამიანი ვარ, რომ ბევრ ადამიანს არ მოვწონვარ - რავიცი, პრეტენზიები აქვთ სხვადასხვა შინაარსის, მაგრამ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს, რომ გადავხედოთ, ადამიანებს იქ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები კი არა, ერთმანეთი დანაჭერი ჰყავთ და ეს ხალხი ნაცემი ჰყავთ ციხეში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა