გიორგი ვაშაძე NDI-ზე - სამწუხაროდ, კვლევაში არ იყო კითხვა დასმული, უჭერენ თუ არა მხარს ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს - ხალხის დაკვეთაა, პარლამენტში იყოს შესაბამისი საქმიანობა, საპასუხოდ, ხელისუფლებისგან არ ვხედავთ არცერთ ნაბიჯს

სამწუხაროდ, კვლევაში არ იყო ისეთი კითხვა დასმული, უჭერენ თუ არა მხარს ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს, ან იმ პოზიციებს, რაც გვაქვს მოლაპარაკებების პროცესში, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს ეროვნული შეთანხმება და თანხმობა და არა ვინმესთვის ხელის გადაგრეხა.

„სოციოლოგია არ არის ზედაპირული მეცნიერება, ეს არის ძალიან ზუსტი მეცნიერება, რომელიც ძალიან ზუსტად იკვლევს კონკრეტულ განწყობებს. ამ შემთხვევაში, ხალხის დაკვეთა არის, რომ მოხდეს შეთანხება და პარლამენტში იყოს შესაბამისი საქმიანობა და ამისათვის აუცილებელია შეთანხმება შედგეს ოპოზიციასა და პოზიციას შორის. სამწუხაროდ, ამის საპასუხოდ ჩვენ ხელისუფლების მხრიდან არ ვხედავთ არც ერთ ნაბიჯს შეთანხმებისკენ, პირიქით ისევ და ისევ ულტიმატუმებით საუბრობს, როგორც ჩანს მათ კვლავ ილუზიები აქვთ შერჩენილი, რომ გადალახავენ ამ მძიმე პოლიტიკურ კრიზისს თანხმობის გარეშე და ვფიქრობ, რომ ეს არის მათი არასწორი ქმედება. საერთოდ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს ეროვნული შეთანხმება და თანხმობა და არა ვინმესთვის ხელის გადაგრეხა, თუ გინდა რომ ქვეყანა წინ წაიყვანო. მაგრამ რატომ ფიქრობს ხელისუფლება, რომ ხელები გადაუგრიხოს ოპოზიციას?! იმიტომ რომ ისინი საქმის გამკეთებლები არ არიან რვა წელი არაფერი გაუკეთებიათ, არც ახლა აპირებენ რაიმე განსაკუთრებულის გაკეთებას და ფიქრობენ, რომ მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნებით, ისინი შეძლებენ გაიხანგრძლივონ საკუთარ თანამდებობაზე ყოფნის ვადა”, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა