გურამ მაჭარაშვილი - მანდატების გაუქმების თაობაზე სხვადასხვა დროს დაწერილი განცხადება ნიშნავს, რომ კომიტეტს აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა დროს განიხილოს, პირველი უწევთ შალვა ნათელაშვილს და ლევან ხაბეიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 27-28 იანვარს საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტზე ლევან ხაბეიშვილის და შალვა ნათელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადებები დეპუტატების მიერ სხვადასხვა დროს არის დაწერილი და ეს ნიშნავს იმას, რომ კომიტეტს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული განცხადებები სხვადასხვა დროს განიხილოს.

"უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს აქვს ორი კომპონენტი: ერთი ეს არის წმინდა სამართლებრივი პროცედურა და მეორე არის აუცილებლად პოლიტიკური მდგენელი. სამართლებრივ საკითხზე გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში როდესაც განცხადებას წერს პარლამენტის წევრი, თითოეული პარლამენტის წევრის განცხადება უნდა იქნას განხილული ცალცალკე და შესაბამისად ეს განცხადება ჯერ უნდა განიხილოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შემდგომ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი ცალცალკე საქართველოს პარლამენტმა. პერიოდი ისეთი იყო აღებული განცხადებების დაწერის, სხვადასხვა პარლამენტარმა სხვადასხვა დროს დაწერა განცხადება და სამუშაო დღეები უნდა გავიდეს იმისთვის, რომ კომიტეტს ჰქონდეს უფლება ჩაატაროს სხდომები. სხვადასხვა დროს დაწერილი განცხადება ნიშნავს იმას, რომ კომიტეტს აქვს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა დროს განიხილოს. უკვე უწევთ 27-28 იანვარს კომიტეტზე განხილვა და ჩვენ ჩავატარებთ. თუ არ ვცდები პირველი უწევთ შალვა ნათელაშვილს და ხაბეიშვილს, რაც უკვე არის ჩანიშნული ოთხშაბათის კომიტეტზე და შემდგომ უკვე დანარჩენის პერიოდულობა არ მახსოვს, მაგრამ ამ განცხადებებს სწავლობს კომიტეტი, არ არის ვალდებულება რომ პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს, უბრალოდ რაიმე გარემოებები უნდა იქნეს შესწავლილი ნებისმიერი ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ეს განცხადება ნამდვილობას შეესაბამება. განაცხადების განხილვის ვადა ჩვენ დავიცავით და 27-ში და შემდგომ უკვე 28-ში საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტზე განვიხილავთ ჯერ ამ საკითხს რომლის შემდეგაც პარლამენტი იმსჯელებს თითოეული პარლამენტარის განცხადებასთან დაკავშირებით",- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო