იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, "მათთან ერთად ქუჩაში დარჩება"

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, მათთან ერთად ქუჩაში დარჩება.

ამის შესახებ ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თუმცა, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ისეთ ადგილას შესვლა, სადაც შესვლა სხვა პოლიტკოსებისთვის იმდენად მიუღებელია, რომ ამის გამო მზად არიან პარლამენტარიზმი დააყენონ ეჭვქვეშ, მისთვისაც მიუღებელია.

კითხვაზე: თუ ვერ შეძლებთ დაარწმუნოთ ოპოზიცია იმაში, რომ შედგეს შეთანხმება რას იზამთ? - იაგო ხვიჩიამ უპასუხა: „დავრჩებით მათთან ერთად ქუჩაში, როგორც დანარჩენი ოპოზიცია“.

რაც შეეხება აქციებში დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად მონაწილეობის საკითხს, ხვიჩიამ განაცხადა: „ეს გემოვნების საკითხია და თავიდან მოუწევს ოპოზიციას გადალაგება, როგორ იქნება, სხვა კონფიგურაციები იქნება. მე დავრჩები ოპოზიციაში, ქუჩაში, მათთან ერთად!“

„მე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ ვარ დამოკიდებული; ეს პარლამენტი შედგება თუ არა, იქნება თუ არა მართლა პარლამენტი, დამოკიდებულია ორ ძალაზე. მე მათ ახლა ამიტომ ვაკრიტიკებ. ამომრჩეველმა მე მომცა ხმა პარლამენტის წევრობისთვის და აუცილებლად შევასრულებ ამ მოთხოვნას, თუ პარლამენტი შედგება. მე ვარ პარლამენტის არჩეული წევრი, ამას ისედაც ვგრძნობ, აქ რომ ვზივარ ზუსტად ასე გელაპარაკებით, როგორც ხალხის არჩეული წევრი. ამიტომ, რომელიღაც შენობაში შესვლა საერთოდ არ მიღირს ჩემი რეპუტაციის დასაზიანებლად. ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რაც მჭირდებოდა ამ პარლამენტიდან იყო იმუნიტეტი, რომ თავი დამეცვა „ქართული ოცნებისგან“. ვერც კი წარმომედგინა, რომ იარაღი დამჭირვებოდა, მაგრამ მეორე შეიძლებოდა სწორედ ეს დამჭირვებოდა, სხვა არაფერი. ამის გამო ისეთ ადგილას შესვლა, სადაც შესვლა სხვა პოლიტკოსებისთვის იმდენად მიუღებელია, რომ ამის გამო მზად არიან პარლამენტარიზმი დააყენონ ეჭვქვეშ, ჩემთვისაც არ არის მისაღები“, - განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება რევოლუციურ სცენარში მონაწილეობას, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ „სხვა გზა არ რჩება იმ სვლების შედეგად, რასაც ოპოზიცია დგამს“.

„ისეც არ მინდა ვინმემ გამიგოს, რომ წინააღმდეგი ვიყო რევოლუციის, ოღონდ ვიღაცამ ამის შესაძლებლობა უნდა მაჩვენოს. ზოგადად, არ მინდა, რომ რევოლუციის შემდეგ ამ ქვეყანაში კიდევ უფრო უარესი სიტუაცია მივიღოთ. ისე, ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ რევოლუციას, თუ არ ვიცით, შემდეგ რა იქნება. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ რისკს, რომელზეც მე დიდი ხანი არ მისაუბრია ოპოზიციის თითოეულ პარტიასთან. ძაან კარგად ვხედავთ რისკებსაც და შესაძლებლობებსაც, თუ როგორ შეიძლებოდა ორიდან ერთ-ერთ დიდ პარტიას მაინც რომ სდომოდა გულწრფელად შემდგარიყო ამ მოწვევის პარლამენტი. სამწუხაროდ, ასე მოხდა რომ არცერთს არ უნდოდა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა