აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სენატს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული ბრალდება წარუდგინა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლებმა სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული ბრალდება ოფიციალურად შეიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპს მხარდამჭერების მიმართ წარმოთქმული სიტყვით 6 იანვრის ამბოხების სტიმულირებაში ედება ბრალი.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში, სავარაუდოდ, 9 თებერვლიდან დაიწყება.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა. ის პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი 10 რესპუბლიკელმა კონგრესმენმაც დაუჭირა. ყოფილი პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობისთვის სენატის წევრების 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ხმა 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმაც უნდა მისცეს. იმ შემთხვევაში, თუკი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანენ, სენატორებს საშუალება მიეცემათ გამართონ მეორე კენჭისყრა და ტრამპს მომავალში მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა აღუკვეთონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა