აშშ-ის სენატმა სახაზინო მდივნად ჯანეტ იელენი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა სახაზინო მდივნის თანამდებობაზე ჯანეტ იელენი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯანეტ იელენს მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 15 წავიდა. ყველა ის სენატორი, რომელმაც იელენს მხარი არ დაუჭირა „რესპუბლიკელია“.

აღსანიშნავია, რომ ჯანეტ იელენი პირველი ქალია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც ქვეყნის სახაზინო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

74 წლის ეკონომისტი იელენი 2014-2018 წლებში შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე იყო. სახაზინო მდივნის თანამდებობაზე კი იელენის მთავარი საზრუნავი ქვეყნის კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენა იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა