ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც შეთანხმდნენ, რომ კოვიდ -19 პანდემიისა და სხვა გლობალური გამოწვევების გადალახვა მხოლოდ ახლო თანამშროლობის გზით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი მერკელის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრესსპიკერის თქმით, ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენს ინაუგურაცია მიულოცა და აღნიშნა, რომ გერმანია მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო ამოცანების გადაჭრაზე.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა მეტი საერთაშორისო ძალისხმევა კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად. ”ამ კონტექსტში კანცლერი მიესალმა შეერთებული შტატების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნებას”, - განაცხადა პრესსპიკერმა.

ლიდერებმა საგარეო პოლიტიკის საკითხებზეც, განსაკუთრებით ავღანეთსა და ირანთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისაუბრეს და ანგელა მერკელი მიესალმა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას პარიზის კლიმატის შეთანხმებაში შეერთებული შტატების დაბრუნების შესახებ.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორი ლიდერი ”გლობალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე” შეთანხმდა, მათ შორის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის, პანდემიის შეჩერებისა და გლობალური ეკონომიკური სტაბილური აღდგენის მნიშვნელობაზე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ანგელა მერკელს განუცხადა, რომ ის ტრანსატლანტიკური ალიანსის აღორძინებას აპირებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს