„ჯივიპი“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის  აუცილებელ სამუშაოებს იწყებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური" 26 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოხდება ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს.

"ჩატარებული სამუშაოები ისნისა და ჩუღურეთის რაიონებს, ასევე ვაზისუბნის დასახლებას ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, რაც მინიმუმადე შეამცირებს ტექნიკური სამუშაობის დროს აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების შეზღუდვას.

ჯივიპი სამუშაოების საწყის ეტაპს 26 და 27 იანვარს განახორციელებს, რა დროსაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

26 იანვარის დღის 12:00 საათიდან 27 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში: მეუნარგიას, ქურდიანის, ჩიქობავას, ფიროსმანის ქუჩებს, დადიანის ქ. N1-39 და N2-ს, თევდორე მღვდლის ქ. N1-13 და N2-14, ვაგზლის მოედანს, თამარ მეფის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, მამარდაშვილის, ხიმშიაშვილის, გოცირიძის, ლოჭინის, კონსტიტუციისა და მიმდებარე ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში: ცინცაძისა და რიონჰესის ქუჩებს.

27 იანვრის დღის 12:00 საათიდან, 28 იანვრის დღის 12:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში: ივერთუბანის დასახლებას, ხუდადოვის ქ. N173-ის კორპუსებს (სამხედრო დასახლება), ტყეკულტურის, მახათის აღმართის ქუჩას და შესახვევებს, ალავერდის, თუმანიშვილი-წერეთლის, კანდელაკის, მერი შერვაშიძის, ჟორდანიას, რეხის I, II, III და მიმდებარე ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში: უიარაღოს, კელაპტრიშვილის, ნოსტეს, კახიანის, მუშათა, ძმობის I, ძმობის II, ასათიანის, კისისხევის, ქებურიას, კაჭრეთისა და მიმდებარე უჩებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ტექნიკური სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაგეგმილია 4 თებერვალს, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას კომპანია წინასწარ, 2 თებერვალს გაავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო